ფინანსური ჰოროსკოპი

ვერძი

კვირის თვის
29 აპრილი - 5 მაისი
კვირის პირველ ნახევარში ვერძს შეიძლება შეეზღუდოს გადაწყვეტილების მიღებისა და თავისუფლად მოქმედების უნარი. შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობის გართულეების გამო, მოგიწიოთ გარკვეული დროით ჩრდილში დარჩენა. გარდა ამისა, შეიძლება საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოთ ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების გამო. შესაძლოა დაძაბულობა იყოს ფინანსებისა და უძრავ-მოძრავი ქონების საკითხებში. ორივე შემთხვევაში, თქვენ რისკავთ გარკვეული ზიანის მიყენებას საკუთარი ბიუჯეტისთვის. არ არის მიზანშეწონილი სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ახალი ნივთების და კომპიუტერული აღჭურვილობის შეძენა. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია კვირის მეორე ნახევარში. ვარსკვლავები გირჩევენ მოძებნოთ მოკავშირეები მეგობრებსა და თანამოაზრეებს შორის. მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებით შეძლებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი. ასევე, კვირის ბოლოსკენ, საშუალება გექნებათ იპოვოთ მთავარი ფორმულა, რომელიც გააერთიანებს ბიზნესმენთა ფართო სპექტრის ინტერესებსა და ფინანსებს ერთ პროექტში. კარგი დროა დიზაინ-პროექტის მომზადებისა და დაგეგმვისთვის.