ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქა

კვირის თვის
29 აპრილი - 5 მაისი
კვირის პირველ ნახევარში თხის რქებს არ აქვთ საუკეთესო პერიოდი საქმიანი კონტაქტებისა და მიმოწერისთვის. თქვენ მიიღებთ ზღვა ინფორმაციას, მაგრამ სანდო ძალიან ცოტა იქნება. შესაძლოა თქვენი ანალიტიკური უნარებიც დასუსტდეს. რეკომენდირებულია, ყურადღება გაამახვილოთ ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო დეტალებზე და უკეთ დაინახოთ სიტუაციის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. თუმცა, მიმდინარე საქმიანობიდან მიღებული ფინანსური შემოსავალი, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე მოლოდინი გაქვთ, რადგან რეალურად დიდი ძალისხმევა დაგეხარჯებათ. ამ თვალსაზრისით, სამუშაო არ იქნება კმაყოფილების მომტანი. კვირის მეორე ნახევარში საგრძნობლად ძლიერდება ისეთი თვისებები, როგორიცაა პრაქტიკულობა და არსებული სიტუაციიდან მატერიალური სარგებლის მიღების უნარი. ასევე, შექმნილი გარემოეების გამო, შეიძლება გაიზარდოს შემოსავალი.