ფინანსური ჰოროსკოპი

თევზები

კვირის თვის
29 აპრილი - 5 მაისი
კვირის პირველ ნახევარში თევზები შესაძლოა სხვების გავლენის ქვეშ იყვნენ. ეს არ მოგცემთ შესაძლებლობას თავისუფლად განახორციელოთ საკუთარი გეგმები და თანმიმდევრულად მიყვეთ მათ შესრულებას. თქვენი ქმედებები შესაძლოა არასწორი იყოს, ამიტომ უმჯობესია, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ საიდუმლო საქმიანობას. კომპანიონებთან ერთობლივ პროექტებზე მოლაპარაკების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა. შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები და მოიქცეთ მშვიდად, მაშინაც კი, თუ რაღაც არ მოგწონთ თანამოსაუბრის სიტყვებში და ქმედებებში. არ დაუჯერო სხვების დაპირებებს და ნურც თავად გასცემთ მათ. კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები გირჩევენ სრულად კონცენტრირდეთ პრობლემების გადაჭრაზე. ბიზნესში გადაწყვეტილების მიღებისადმი ინტუიციური მიდგომა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე გეგმის ან გრაფიკის მიხედვით მუშაობა.