ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწული

კვირის თვის
6 მაისი - 12 მაისი
ეს კვირა შესაძლოა ხელსაყრელი აღმოჩნდეს ქალწულებისთვის, რომელთა პროფესია მასწავლებლობასა და იურისპრუდენციას უკავშირდება. კარგია ცოდნის გაზიარება, სტატიების გამოქვეყნება და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა. შეეცადეთ მოიქცეთ რაც შეიძლება ღიად და კეთილგანწყობით ადამიანებთან - ქცევის ეს სტილი გაზრდის თქვენს პოპულარობას და დადებით ცვლილებებს მოგიტანთ საქმიანობაში. შეგიძლიათ მოაწყოთ მოლაპარაკების პროცესი და იპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები პრობლემების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში გაფორმებულმა ხელშეკრულებამ შეიძლება უზრუნველყოს თქვენი წარმატებული საქმიანობა მომავალში და შესაბამისად გაზრდილი შემოსავალი. რეკომენდირებულია გადახედოთ ბიზნეს პარტნიორობის საკითხებს და მოაქციოთ ისინი უფრო კონკრეტულ და მკაფიო მონახაზებსა და ჩარჩოებში, რათა თავი დააღწიოთ ყოველგვარ გაურკვევლობას. განსაკუთრებით აკონტროლეთ სამუშაოს დრო. ყველაზე წარმატებული იქნება ის, ვისი საქმიანობაც უკავშირდება მომსახურების გაწევას და ინდივიდუალური შეკვეთების შესრულებას. შეიძლება შემთხვევით შეხვდეთ ერთ-ერთ ყოფილ პარტნიორს და კომუნიკაციისა და აზრების გაცვლის შემდეგ თანამშრომლობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოთ.