ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყული

კვირის თვის
29 აპრილი - 5 მაისი
კვირის პირველ ნახევარში მერწყულს ფინანსურ საკითხებში შესაძლოა გაზრდილი დაძაბულობა დაუფიქსირდეს. ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება შეამჩნიოს საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობა და ამის გამო, ვერ შეძლოს ბიზნესის სტაბილურობის შენარჩუნება. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დრო დაუთმოთ ანალიზს და თავი შეიკავოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ჩართულია საოჯახო ბიზნესში, მშენებლობაში და კომუნალურ მომსახურებაში. კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები უფრო გააქტიურებას გვირჩევენ. ყველა საქმე, რომელსაც პირადად წამოიწყებთ, წარმატებული იქნება. განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება, კონსულტაციები, ვაჭრობა და შესყიდვები.