ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორი

კვირის თვის
13 მაისი - 19 მაისი
კვირის პირველ ნახევარში ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, იზრუნონ უსაფრთხოების საკითხების განმტკიცებაზე. უპირველეს ყოვლისა, საუბარია თანამედროვე ვიდეოსათვალთვალო სისტემებზე, სიგნალიზაციაზე და ქონების დაზღვევაზე. ეს ღონისძიებები საშუალებას მოგცემთ მომავალში მშვიდად და ნაყოფიერად იმუშაოთ, ყოველგვარი უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე. ნაყოფიერად იმუშავებენ ისინი, ვინც ტრენინგის ფარგლებში გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას, ასევე სტაჟირებას ახალ სამუშაო ადგილზე. ამ კვირაში შეძლებთ ბევრი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებას. კრეატიულობის, გამოგონებისა და ინოვაციებისკენ მიდრეკილების მქონე პირები შეძლებენ იპოვონ ახალი ტექნიკური გადაწყვეტები და გაზრდონ პროდუქტიულობა, რაც დადებითად აისახება მათ შემოსავალზეც. კვირის მეორე ნახევარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფინანსური ზარალის მაღალ რისკთან. თქვენს განკარგულებაში არსებული თანხა, არ დახარჯოთ დაუფიქრებლად არაეფექტურ პროექტებზე. ზარალის თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავეთ ნებისმიერი ინვესტიციისგან, განსაკუთრებით თუ ეს ნასესხები ფულია.