ეს წყვილი ჰარმონიულია არამარტო ინტელექტუალურ ასპექტში, ასევე ყველა სხვა დანარჩენში. ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და სიამოვნებას იღებენ მსუბუქი, სასიამოვნო რომანისგან. არცერთი მათგანი არ არის მიდრეკილი კონკურენციისკენ და შესაბამისად თანხმობა და ურთიერთგაგება ექნებათ. ნაზები არიან, უყვართ გართობა, მოგზაურობა და წვეულებები. სექსში თავისუფლები არიან, არ ეჭვიანობენ, ერთმანეთს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებენ. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორვე საკმაოდ მფლანგველია. ყველა დანარჩენ ასპექტში კავშირი არის იდეალური.
ორვე ნიშანს ძალიან უჭირს ვნებების მოთოკვა. ერთმანეთს იზიდავენ, ბევრ რამეში ემთხვევიან კიდეც ამიტომ მათი კავშირი საკმაოდ ბედნიერი, წარმატებული, ხანგრძლივი და სასიამოვნო იქნება, ქორწინება კი გამართლებული.