შეთავსება
სასწორი
თხის რქა
ზოგადი შეთავსება

სასწორს იზიდავს თხის რქის სექსუალურობა, თუმცა აქ მთავრდება ყველაფერი, რადგან სასწორს ყურადღება და ალერსი სჭირდება, თხის რქა კი თავის გრძნოებებს არ ამჟღავნებს. აქედან გამომდინარე ურთიერთგაგება ნაკლებად აქვთ. სასწორი ზარმაცი და მოდუნებულია, რაც იწვევს მიზანდასახული და პრინციპული თხის რქის აღშფოთებას. სასწორს ურთიერთობები და ღამის ცხოვრება უყვარს, თხის რქა განმარტოებით ყოფნისას გრძნობს მეტ კომფორტს ან ახლო მეგობრების ვიწრო წრეში. მათ შორის შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი რომანი.

სექსუალური შეთავსება

ამ ნიშანს სასწორის მიმართ ძლიერი ფიზიკური ლტოლვა აქვს, რომელსაც თავის მხრივ მოსწონს თხის რქასთვის დამახასიათებელი ფულის შოვნის უნარი. სასწორი ბუნებით ზარმაცია, რაც თხის რქას აღიზიანებს. სექსუალურად ერთმანეთს კარგად უგებენ, მაგრამ თხის რქას მუდმივი პრაქტიკულობა და სიხისტე, ემოციური სასწორისთვის მიუღებელი ხდება დროთა განმავლობაში. პირადული მიდგომებიდან გამომდინარე ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება აქვთ, ამიტომ მათი კავშირი ხანგრძლივი ვერ იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება