შეთავსება
სასწორი
ლომი
ზოგადი შეთავსება

ლომის შემოქმედებითი მხარე კარგად ეწყობა სასწორის მხატვრულ და ესთეტიურ მოთხოვნებს. სუფთა ფიზიკური ასპექტი სიყვარულში უფრო მეტად ლომს აინტერესებს, ვიდრე მის პარტნიორს, მაგრამ სისხარტე და ვნებიანობა საშუალებას მისცემს ლომს დაიპყროს სასწორის გული. ორივე ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ლომი მათ შორის იქნება უფრო გავლენიანი. ფინანსურად გაუჭირდებათ, რადგან ორივე მფლანგველია და საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ ამ მხრივ ყველგან. ყოველი მათგანი ეცდება აჯობოს მეორეს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს. საძინებელში ლომი იქნება მბრძანებელი, მას ეს ზოგადად ძალიან მოსწონს.

სექსუალური შეთავსება

ერთმანეთის მოთხოვნებსა და სურვილებს კარგად აკმაყოფილებენ. ორივე ნიშანი სექსზე დამოკიდებულია. მათი საძინებელი ვნებებით და ემოციებით სავსე იქნება. უსიამოვნების შემთხვევაში უმჯობესია სასწორმა დათმოს. მისი სწორი სტრატეგია და ტაქტი ლომთან ურთიერთობაში გაამართლებს. საყვარლების სტატუსის მქონე ურთიერთობა სრულიად შესაძლებელია, რომ თბილ და ბედნიერ ოჯახურ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება