შეთავსება
სასწორი
თევზები
ზოგადი შეთავსება

მათი რომანი მშვენივრად იწყება, რამდენადაც ორივე სენტიმენტალური და ნაზია. ორივეს აქვს სურვილი თავიანთი რომანტიკული წარმოდგენები რეალობაში გადმოიტანონ. თუმცა თევზებს ძლიერი ხელი სჭირდებათ, მხარდაჭერას და ყურადღებას ელიან, რაც სასწორს მოსაწყენად მიაჩნია. სასწორი გართობის მოყვარულია, თევზები კი უფრო ჩაკეტილი, სიმყუდროვის მოყვარული. სექსუალურ ურთიერთობებში სასწორს უწევს წამყვანი როლის დაკავება, რაც ძალიან აღიზიანებს. ამ წყვილის ურთიერთობა ხშირად განქორწინებით ან დაშორებით სრულდება.

სექსუალური შეთავსება

რთული კავშირია. თევზების სირბილე, ზედმეტი მგრძნობელობა და ერთგულება ეწინააღმდეგება სასწორის თვისებებს. თევზებს არ უყვარს დომინირება, სასწორი კი მბრძანებლური თვისებებით ნამდვილად არ გამოირჩევა და ვერც საიმედო დასაყრდენი ხდება თევზებისთვის. მათი კავშირი არასასურველია არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება