შეთავსება
ტყუპები
მერწყული
ზოგადი შეთავსება

მრავალმხრივი ტყუპები და ნოვატორი მერწყული მშვენივრად ალაგებენ ურთიერთობებს. მათ უყვართ სიახლე, მოგზაურობა, უცნობებთან შეხვედრები. რამდენადაც ორივე არაპროგნოზირებადია, ურთიერთობა ყოველთვის დალაგებული არ იქნება. თუმცა მათ შორის სიყვარული ნელ-ნელა გაძლიერდება, რადგან მერწყული იხიბლება ტყუპების გონებამახვილობით და საკმაოდ გაგებით ეკიდება პარტნიორის არასტაბილურ ხასიათს. ქორწინებაში ეს წყვილი ნაზი, მოსიყვარულე, ერთგული მეგობრები უფრო არიან, ვიდრე ვნებიანი საყვარლები.

სექსუალური შეთავსება

ტყუპებს მოსწონს და იზიარებს მერწყულის სექსუალურ ფანტაზიებს. ორივეს აქვს მიდრეკილება თავგადასავლებისა და აქტიური ცხოვრებისაკენ. მათი ურთიერთობის მთავარი მახასიათებელია არაპროგნოზირებადი ხასიათი. სასიყვარულო ურთიერთობები ყოველთვის არ იქნება დალაგებული, მაგრამ მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება და სექსუალურად დაკმაყოფილება. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ახერხებენ მეგობრებად დარჩენას. მათი ქორწინება უფრო წარმატებულია, ვიდრე ვნებიანი საყვალების როლში ყოფნა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება