შეთავსება
ტყუპები
კურო
ზოგადი შეთავსება

მიუხედავად ერთმანეთის მიმართ არსებული ძლიერი მიზიდულობისა, მათ ქორწინებას არსებობა არ უწერია და წარუმატებელი იქნება უკვე იმის გამო, რომ ტყუპები, როგორც წესი, იშვიათად არიან სახლში, ხოლო კუროები ამ დროს ეჭვიანობენ და ბრაზობენ. ზოდიაქოს ეს ნიშნები სრულიად განსხვებული არიან. კურო ფლეგმატურია, ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ტყუპები ქარაფშუტები და მოუსვენრები არიან. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ სწორედ ამ განსხვებული თვისებების გამო ინტერესდებიან ერთმანეთით - თუმცა ძალიან ხანმოკლე დროით. ტყუპებს იზიდავს კუროს ვნებიანობა, თუმცა სტაბილურობისა და საიმედოობის მაძიებელი კურო იტანჯება ტყუპების მუდმივი ცვალებადობთ. კურო ძალიან დამოკიდებულია საკუთარ ჩვევებზე, რაც ხელს უშლის ურთიერთობა დაალაგოს მუდმივად სტიმულის მაძიებელ ტყუპებთან. საბოლოოდ კუროს მოთხოვნები აუტანელი ხდება ტყუპებისთვის, რომლებსაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნიათ. მუდმივი კამათი და ჩხუბი, მუდმივი სტუმრიანობა ოჯახში, ხშირი გაურკვევლობა — ყველაფერი ეს იწვევს ურთიერთობების გაფუჭებას და ოჯახის დანგრევას.

სექსუალური შეთავსება

ეჭვიანი კურო ვერ იგებს ბოლომდე ტყუპების ქცევას და ცდილობს შეძლებისდაგვარად შეზღუდოს მისი თავისუფლება. სექსუალური თვალსაზრისით, კურო ძალიან მოსაწყენია როგორც ტყუპების პარტნიორი, რომელიც, თავის მხრივ, ვერ ახერხებს კუროს სიმშვიდის უზრუნველყოფას. ეს ნიშნები შეუთავსებელია. წარუმატებელი დ მოკლე კავშირია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება