შეთავსება
თხის რქა
კურო
ზოგადი შეთავსება

თხის რქა და კურო შესაფერისი წყვილია, რადგან ორივეს გრძნობებს აქვს მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. მათი ურთიერთობა ძალიან რომანტიული არა, მაგრამ სექსით სავსე იქნება. როგორც ქორწინებაში, ისე სიყვარულში, ეს წყვილი ერთგულია ერთმანეთის მიმართ, რაც სტაბილური ურთიერთობის გარანტიაა. მათ შორის ერთი ნახვით შეყვარება არ ხდება, სამაგიეროდ წლების გასვლასთან ერთად ღრმავდება ურთიერთგაგება და მყარდება ერთმანეთზე დამოკიდებულება. მათ საერთო მიზნები აქვთ, ერთი და იგივე ადამიანები მოსწონთ, ორივე აფასებს დაცულობას და ფულს. ამ საქორწინო კავშირში მთავარია შეუპოვრობა და გამძლეობა, ამტანობა და სიჯიუტე, გააზრება და დაგეგმვა, ანუ ადამიანის ყველა ის თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ მიზნების მიღწევას. ქორწინებისთანავე მათ უჩნდებათ საერთო ცხოვრებისეული მიზნები და გეგმები, რაც მათ წინსვლაში ეხმარება. თხის რქა უფრო ჩაკეტილია, რაც დიდად არ მოსწონს კუროს, თუმცა მისი ერთგულება კუროსთვის სიმშვიდის გარანტიაა. უთანხმოება ამ წყვილს შორის იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთო ჯამში ზიანის მომტანი ვერ იქნება მათი კავშირისთვის.

სექსუალური შეთავსება

კარჩაკეტილები, უყვართ ფული და თვლიან, რომ ყველგან და ყოველთვის საჭიროა უსაფრთხოება. კუროს აქვს მოთმინების უნარი, თხის რქას კი შეუძლია საერთო მიზნისთვის თავდაუზოგავად შრომა. სექსში ყველაფერი გამოსდით. ყოველმხრივ პერსპექტიული კავშირი ექნებათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება