შეთავსება
თხის რქა
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

მშვილდოსანი თავისი ზედაპირული აზროვნებით და სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულებით არ აკმაყოფილებს თხის რქას. ორივე წარმატებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მიდგომები აქვთ განსხვავებული. თხის რქას მთის წვერზე ასვლა სურს, მშვილდოსანს ამ წვერზე გადაფრენა. გულღია, სწორხაზოვანი მშვილდოსანი გააღიზიანებს მგრძნობიარე პარტნიორს. თხის რქა მომთხოვნია, უხეში და ხისტი ხასიათი აქვს, არ არის მიდრეკილი თავისი გრძნობების გამოხატვისკენ. მშვილდოსანს მეტი მიმღეობა, ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობის სურვილი აქვს. ორივესთვის უმჯობესია სხვა პარტნიორი მოძებნონ.

სექსუალური შეთავსება

თხის რქას უყვარს სექსი მოსახერხებელ გარემოში. მშვილდოსანი მზად არის სექსით დაკავდეს ნებისმიერ ადგილას. ერთის მოთხოვნაა სიფრთხილე და უსაფრთხოება, ხოლო მეორე აზარტულია და ამაზე არ ფიქრობს. მშვილდოსანს აღიზიანებს თხის რქას ხასიათი. ერთმანეთს ნაკლებად ეწყობიან. ქორწინება წარმატებული ვერ იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება