შეთავსება
ქალწული
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს არანაირი კავშირი არ აქვს შრომისმოყვარე ქალწულთან. მშვილდოსანი გაუაზრებელი მოთამაშია, ხოლო ქალწული მუდმივად ცდილობს შექმნას საიმედო მომავალი. ქალწული და მშვილდოსანი ინტელექტუალ ნიშნებს მიეკუთვნებიან, თუმცა, მათი გონება მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. მშვილდოსანს ფუფუნება და ხარჯვა უყვარს, ქალწულს მოწესრიგებული, მოკრძალებული და უპრეტენზიო ცხოვრება იზიდავს. ტემპერამენტში მკვეთრი და ცხოვრებისეული შეხედულებების სხვაობის გამო ამ წყვილის კავშირი ძალიან პრობლემატურია.

სექსუალური შეთავსება

სიყვარულისადმი მშვილდოსნის დამოკიდებულება ქალწულს ჭკუიდან შლის. სრულიად სხვადასხვა გაგება და მიდგომა აქვთ, ამიტომ მათი თანაცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სექსში ერთმანეთის მიმართ დიდ ლტოლვას არ განიცდიან, შესაბამისად, მშვილდოსანი ახალი პარტნიორის ძებნას იწყებს. ერთად შეიძლება მაქსიმუმ ერთი კვირა გაძლონ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება