შეთავსება
ქალწული
თევზები
ზოგადი შეთავსება

ქალწულისთვის სიყვარული ნიშნავს დაცულობას და ინტელექტუალურ თავსებადობას. თევზებისთვის სიყვარული არის დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა. თავიდან ქალწულს დიდი მიზიდულობა აქვს თევზების მიმართ, როგორც ეს ხშირად ხდება ანტიპოდებში, სენტიმენტალური, თავად სიყვარულში შეყვარებული თევზები აინტრიგებს ქალწულს, რომლის გამჭრიახი და ანლიტიკური გონება ძალიან იზიდავს მათ. თუმცა, თევზების ჩაკეტილობა და მეოცნებეობა სწრაფად იწყებს დისციპლინირებული ქალწულის გაღიზიანებას, ამასთან, საეჭვოა, რომ ქალწული ოდესმე შეეგუოს თევზების სექსუალურ გემოვნებას.

სექსუალური შეთავსება

სიყვარული ქალწულისთვის მჭიდროდ უკავშირდება სტაბილურობას, ფიზიკურ მოთხოვნილებებსა და ინტელექტუალურ თანხვედრას. თევზებისთვის კი სიყვარული არის ცხოვრების მთავარი არსი და ემოციური განცდები. ქალწულის სექსისადმი ფრთხილი და ანგარიშიანი მიდგომა ეწინააღმდეგება თევზების სურვილებს. თუ ქალწული ასეთი თავშეკავებული და ცივი იქნება, მათი კავშირი მალე დასრულდება, ქორწინებაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება