შეთავსება
კურო
მერწყული
ზოგადი შეთავსება

კუროსთვის ეს კავშირი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ კავშირს, რადგან ამ ურთიერთობაში ვერასოდეს მოიპოვებს სიმშვიდეს და დასვენებას. კუროსთვის მშვიდი ცხოვრება აუცილებელია, მას სჭირდება გარანტირებული პირობები, უზრუნველყოფილი მომავალი. მერწყულს ულევი ფანტაზია და ნათელი წარმოსახვა აქვს, უჩნდება მოულოდნელი აზრები, იდეები, თან საკმაოდ ორიგინალური, თუმცა ზოგჯერ ახასიათებს ქარაფშუტობა და მსუბუქი ხასიათი და სწორედ ამიტომ, საწყალ კუროს უჭირს მერწყულის სახლში გაჩერება და მისი ოჯახური ბედნიერებით დაკმაყოფილება. მერწყული ურთიერთობებში მიისწრაფის ღია, დაუფარავი გამოხატვისკენ, კუროს კი კომფორტი და სიმშვიდე უნდა. მერწყული თავისუფლების მოყვარული მარტოხელაა, შეზღუდვებს ვერ ეგუება და ადრე თუ გვიან ხელიდან დაუსხლტება მესაკუთრე კუროს. მათი კავშირი მუდმივი მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავსეა, რაც ყოველთვის სასიამონო არ არის. შესაბამისად, მათი დაშორება გარანტირებულია.

სექსუალური შეთავსება

თვითანალიზისკენ მიდრეკილი მერწყული სიყვარულის ფიზიკურ მხარეში ნკლებად არის დაინტერესებული, ვიდრე კურო. მას ინტელექტუალური ურთიერთობა სურს, რომელიც მგრნობიარე კუროსთვის მიუღებელია. ასევე, მერწყულისთვის კურო ზედმეტად მომთხოვნია, თუმცა მისი დახმარებით სექსის ტექნიკის ათვისება საკმაოდ მოსწონს. მათი კავშირი დროებითია, ქორწინებას არ აქვს პერსპექტივა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება