შეთავსება
კურო
ტყუპები
ზოგადი შეთავსება

მიუხედავად ერთმანეთის მიმართ არსებული ძლიერი მიზიდულობისა, მათ ქორწინებას არსებობა არ უწერია და წარუმატებელი იქნება უკვე იმის გამო, რომ ტყუპები, როგორც წესი, იშვიათად არიან სახლში, ხოლო კუროები ამ დროს ეჭვიანობენ და ბრაზობენ. ზოდიაქოს ეს ნიშნები სრულიად განსხვებული არიან. კურო ფლეგმატურია, ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ტყუპები ქარაფშუტები და მოუსვენრები არიან. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ სწორედ ამ განსხვებული თვისებების გამო ინტერესდებიან ერთმანეთით - თუმცა ძალიან ხანმოკლე დროით. ტყუპებს იზიდავს კუროს ვნებიანობა, სტაბილურობისა და საიმედოობის მაძიებელი კურო იტანჯება ტყუპების მუდმივი ცვალებადობთ. კურო ძალიან დამოკიდებულია საკუთარ ჩვევებზე, რაც ხელს უშლის ურთიერთობა დაალაგოს მუდმივად სტიმულის მაძიებელ ტყუპებთან. საბოლოოდ კუროს მოთხოვნები აუტანელი ხდება ტყუპებისთვის, რომლებსაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნიათ. მუდმივი კამათი და ჩხუბი, მუდმივი სტუმრიანობა ოჯახში, ხშირი გაურკვევლობა — ყველაფერი ეს იწვევს ურთიერთობების გაფუჭებას და ოჯახის დანგრევას.

სექსუალური შეთავსება

გაორებული, მოღალატე, მრავალსახიანი ტყუპები, სრულიად ეწინააღმდეგებიან კუროს სტაბილურ ნატურას. კუროს თავშეკავებულობა აინტრიგებს და ინტერესში აგდებს ტყუპებს, მაგრამ, ამავდროულად აღიზიანებს მისი შენელებული რეაქცია და გაწელილი ეროტიკული ალერსი. უღიმღამო კავშირია და ქორწინებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება