შეთავსება
კურო
ლომი
ზოგადი შეთავსება

ფიზიკური ლტოლვის მიუხედავად, მყარი კავშირის იმედი ნაკელბია. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არცერთ მათგანს დაქვემდებარება არ შეუძლია. ეს იწვევს მუდმივ კამათს, ჩხუბს, გაუგებრობას. კუროს უნდა, რომ აფასებდნენ, ლომს სურს, რომ მის წინაშე ქედი მოიხარონ. ვერცერთი მათგანი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება. ამასთან, ლომი გულუხვი და ექსტრავაგანტულია, კურო კი ხელმომჭირნე. ყველაზე დიდ კონფლიქტს იწვევს კუროს წესრიგისადმი და ლომის ყველაფრის ერთ ჯერზე დაუფლებისადმი მიდრეკილება. შესაბამისად, სჯობს ასეთ კავშირს თავი აარიდოთ.

სექსუალური შეთავსება

კუროს მოუწევს ლომის მთელ რიგ კომპლექსებთან შეგუება, განსაკუთრებით დიდების კომპლექსთან. ლომი თვლის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ცენტრალური ადგილი მას ეკუთვნის, ის აქტიური ცხოვრების მოყვარულია, კურო კი უფრო თავშეკავებული და ცოტა ეგოისტური. ერთი სიტყვით, ამ ორი ნატურის თავსებადობა გამორიცხულია და კავშირი საკმაოდ არამყარი იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება