შეთავსება
კურო
ვერძი
ზოგადი შეთავსება

ნიშნების ძალიან რთული თავსებადობაა, რამდენადაც ორი სრულიად განსხვავებული პროვნებაა. ვერძს არ მოსწონს კუროს ზომიერი ტემპი და წარმოსახვის არქონა. ვერძის იმპულსურობა გადაწყვეტილებების მიღებისას, აღიზიანებს კონსერვატიულ კუროს, რომელსაც გულზე არ ეხატება მკვეთრი ცვლილებები. კუროს უყვარს ოჯახური სიტუაცია, ხოლო იმპულსური ვერძი მიილტვის ახალი შეგრძნებებისა და თავისუფლებისკენ. კუროს მესაკუთრე ხასიათი აქვს, ის ეჭვიანი და კონსერვატორულია. ვერძის მოთხოვნა დიაცვას თავისი ინდივიდუალურობა, კუროსთვის უარყოფის ტოლფასია. კუროს ფულის გამომუშავება შეუძლია, ხოლო ვერძი მხარჯველია. ასეთი კავშირი სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. ყოველ მათგანს დასჭირდება პირადი სივრცე, ტერიტორია, ღამით მაინც — ოღონდ ერთ ოთახში. მათი ქორწინება მშვიდი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა, თუკი ერთად საკმაოდ დიდხანს გაატარებენ, ვერძი ბოლოს დააფასებს კუროს საიმედოობას და ერთგულებას.

სექსუალური შეთავსება

ორი სხვადასხვა პიროვნებაა. კუროს არ უყვარს როცა აჩქარებენ, მას ვერძის ენთუზიაზმი სექსის სურვილს უკარგავს. კუროს არ აქვს განვითარებული მგრძნობელობითი წარმოსახვა, ამიტომ, თუ ვერძს მისი ემოციურობის იმედი ექნება, კურო უბრალოდ ვერ შეძლებს მის დაკმაყოფილებას. მათი კავშირი შეიძლება ვნებიანი იყოს, თუმცა ქორწინების შესანარჩუნებლად, კუროს მოუწევს ვერძის ღალატის შეუმჩნევლად დატოვება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება