შეთავსება
მშვილდოსანი
თხის რქა
ზოგადი შეთავსება

მშვილდოსანი თავისი ზედაპირული აზროვნებით და სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულებით არ აკმაყოფილებს თხის რქას. ორივე წარმატებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მიდგომები აქვთ განსხვავებული. თხის რქას მთის წვერზე ასვლა სურს, მშვილდოსანს ამ წვერზე გადაფრენა. გულღია, სწორხაზოვანი მშვილდოსანი გააღიზიანებს მგრძნობიარე პარტნიორს. თხის რქა მომთხოვნია, უხეში და ხისტი ხასიათი აქვს, არ არის მიდრეკილი თავისი გრძნობების გამოხატვისკენ. მშვილდოსანს მეტი მიმღეობა, ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობის სურვილი აქვს. ორივესთვის უმჯობესია სხვა პარტნიორი მოძებნონ.

სექსუალური შეთავსება

ფრთხილი და ინტრიგანი თხის რქა ერიდება და უფთხის იმპულსურ, ხშირად უგნურ მშვილდოსანთან კავშირს. ამასთან, თხის რქა მუდმივად მოთხოვნებს უყენებს მშვილდოსანს, რაც ამ უკანასკნელისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მხიარულების, ხმაურისა და ხელგაშლილი ცხოვრების მოყვარული მშვილდოსანის ქცევა თხის რქას ძალიან აღიზიანებს. უკმაყოფილების დიდი ტალღები მათ ურთიერთობას მალე ახშობს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება