შეთავსება
მშვილდოსანი
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

ზოგიერთი ასტროლოგი თვლის, რომ მშვილდოსანის შესაფერისი წყვილი მხოლოდ მშვილდოსანია. ეს დამოუკიდებელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანები თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. თუმცა მათი ამაღელვებელი, არაპროგნოზირებადი მოვლენებით სავსე ცხოვრება ხშირ შემთხვევაში ორივეს არ აწყობს. მშვილდოსნებს ერთმანეთის ნაკლოვანებების გამოაშკარავებისკენ აქვთ მიდრეკილება. ისინი ერთმანეთს მოვალეობებს არ აკისრებენ და ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი აქვთ, ამიტომ დროთა განმავლობაში მათი კავშირი გაუფერულდება და მოუწევთ დაშორება. თუმცა, სანამ ერთმანეთს გაუგებენ და გაიტანენ, ყველაფერი იდეალურად ექნებათ.

სექსუალური შეთავსება

კარგი, მაგრამ გაუთვლელი კომბინაციაა. ერთნაირი ხასიათისგან გამომდინარე, ხშირად მოუნდებათ ცალ-ცალკე ყოფნა, ეს კი სექსუალურ და პარტნიორულ კავშირს კარგს არაფერს მოუტანს. გამორიცხულია მათ შორის სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა. ქორწინებაზე საერთდ საუბარიც კი ზედმეტია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება