შეთავსება
მშვილდოსანი
ვერძი
ზოგადი შეთავსება

ორივე ნიშანი ცეცხლის სტიქიას ეკუთვნიან და სიყვარული მათ შორის პირველივე ნახვით ჩნდება. ვერძის ოპტიმიზმი და მშვილდოსანის კარგი იუმორის გრძნობა სიყვარულში თამაშის ნიშნებს შეიტანს. მათი კავშირი მუდმივად დადგება ფიზიკური დაკმაყოფილების პრობლემის წინაშე. მშვილდოსანი მუდმივად მიმართულია ჭეშმარიტების ძიებისკენ და ამ შემთხვევაში მისი საუკეთესო დამხმარე იქნება ვერძი, მათ შორის კამათს, მსჯელობას და დისპუტსაც კი ამ გზისკენ მიჰყავს ისინი. ხშირად შესაძლებელია მოვლენების შემდეგნაირად განვითარება: თუ ქორწინებას დიდი ხნით გადადებენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ «მატარებელმა ჩაიარა» წყვილი დაშორდება და დაელოდება ახალი მატარებლის მოსვლას. ნებისმიერი დაყოვნება და ორჭოფობა მშვილდოსნის სულში იწვევს რღვევას და კავშირი შეიძლება გასკდეს, როგორც საპნის ბუშტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინების ინიციატივა ყოველთვის ვერძისგან მოდის. ქალი-ვერძები, როგორც წესი, ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან თავიანთ მშვილდოსნებს. მათი გადამწყვეტი ხასიათი ყოველთვის ჯაბნის ყოყმანის მოყვარულ მშვილდოსანს. მანამ, სანამ მშვილდოსანი ვერძს დაეკითხება აზრს, გაითვალისწინებს მის რჩევებს და შენიშვნებს, მის შეხედულებებს და მოსაზრებებს გაუწევს ანგარიშს, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაფერი იქნება კარგად, რისთვისაც ის ფაქტიურად მზად არის კიდეც. ამ ნიშნებს შორის საქორწინო კავშირი ჰარმონიული და წარმატებული იქნება.

სექსუალური შეთავსება

ერთმანეთს კარგად ეწყობიან, თუმცა მათი ფეთქებადი ხასიათი ხშირ კამათს იწვევს. ორივე აქტიური და თავგადასავლების მოყვარულია. თუ შეძლებენ სექსუალური ურთიერთობის დალაგებას, ყველაფერი დანარჩენი მშვენივრად აწეყობა, მათ შორის ქორწინებაც კი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება