შეთავსება
ლომი
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებაში მოდის სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომით. ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში, ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ლომის თანდაყოლილი ლიდერობის თვისება ხიბლავს მშვილოდსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.

სექსუალური შეთავსება

ზოდიაქოს ორივე ნიშანი მიდრეკილია თავგადასავლებისკენ და სიყვარულსაც თავგადასავლად აღიქვამენ. ექსტრავერტები არიან და უდიდეს ვნებას განიცდიან, სექსი უყვართ და ხშრად არიან კიდეც ამით დაკავებული. მშვილდოსანს შეუძლია ლომის სტიმულირება და შთაგონება, ხოლო ლომი მასში ერთგულების მაქსიმალურ გრძნობას აღვივებს. მშვენიერი კავშირია და ბედნიერი ქორწინება გარანტირებულია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება