შეთავსება
ლომი
თევზები
ზოგადი შეთავსება

ლომი აქტიურია, ძალაუფლების მოყვარული, თევზები - არამიწიერი, რბილი ნიშანია. ისინი ერთმანეთს აინტრიგებენ თავიანთი სხვადასხვაობით, თუმცა ეს მათ ურთიერთობაში რაიმე დამატებით შემავსებელი ნამდვილად არ არის. ლომის მშფოთვარე, ექსტრავაგანტური ნატურა ვერანაირად ვერ ნახულობს ჩაკეტილ და რომანტიულ თევზებთან საერთოს. ლომს საყოველთაო აღიარება სურს, თევზებს კი თავისთვის წყნარად ცხოვრება ურჩევნია. ორივეს ურჩევნია უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე გასცეს. ლომს არ მოსწონს თევზების ზედმეტად მგრძნობელობა და საბოლოოდ ძალიან სწრაფად კარგავს მისდამი ინტერესს. ამ ნიშნებს შორის შემდგარი ქორწინებას ან კავშირს ელის სრული კრახი და ფიასკო.

სექსუალური შეთავსება

აქტიური და ექსპანსიური ლომისთვის რთულია გულჩათხრობილი და ინტროვერტი თევზების გაგება, განსაკუთრებით საძინებელში. ორივე ნიშანი მიდრეკილია უფრო მეტის მიღებისკენ, ვიდრე გაცემისკენ. თევზები - სუსტი ნიშანია და მისი არასაკმარისი ამბიციურობა ლომს არ მოსწონს. როცა თევზები სასოწარკვეთაში ვარდება, ლომს ამპარტავნება და სიამაყე უფლებას არ აძლევს თანაგრძნობა გამოხატოს. რთული კავშირი ექნებათ, ხოლო ქორწინება წარუმატებელი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება