შეთავსება
ლომი
ვერძი
ზოგადი შეთავსება

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ტემპერამენტით ერთმანეთთან ახლოს არიან, აღნიშნული კავშირი ვერ იარსებებს რეალური და ღრმა სიყვარულის გარეშე. ლომებს თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება ცხოვრებასა და სიყვარულში, მაგრამ არა ქორწინებაში. ორივე პარტნიორს თითქმის ერთნაირი ვნება აქვს, თუმცა ვერძის ეს თვისება ციკლით მიმდინარეობს, ხოლო ლომი შეიძლება შეუჩერებლად სულ აღგზნებული იყოს დღე და ღამე. ეს ერთ-ერთი არსებითი სხვაობაა მათ შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ბიუჯეტი და სხვა შემოსავლები უნდა იყოს ვერძის ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლომი უნიათოდ გახარჯავს ყველაფერს. ასთი წეყვილის ქორწინება ბედნიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლომი შეასრულებს ვერძის ყველა მოთხოვნას და სრულად დაემორჩილება მას, თუ არადა განქორწინება გარანტირებულია.

სექსუალური შეთავსება

ერთმანეთს კარგად ეწყობიან, რადგან ორივე სექსით არის დაინტერესებული. ორივეს ექსცენტრიული და ვნებიანი ხასიათი აქვს. თუმცა ლიდერობის სურვილით ერთმანეთთან ხშირად დაპირისპირება უწევთ. მაგრამ, ფიზიკური თავსებადობა იმდენად დიდია, რომ პრობლემის დაძლევას ახერხებენ. კარგი კავშირია და წარმატებული ქორწინებაც ელით.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება