შეთავსება
თევზები
ქალწული
ზოგადი შეთავსება

ქალწულისთვის სიყვარული ნიშნავს დაცულობას და ინტელექტუალურ თავსებადობას. თევზებისთვის სიყვარული არის დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა. თავიდან ქალწულს დიდი მიზიდულობა აქვს თევზების მიმართ, როგორც ეს ხშირად ხდება ანტიპოდებში, სენტიმენტალური, სიყვარულში შეყვარებული თევზები აინტრიგებს ქალწულს, რომლის გამჭრიახი და ანლიტიკური გონება ძალიან იზიდავს თევზებს. თუმცა, თევზების ჩაკეტილობა და მეოცნებეობა სწრაფად იწყებს დისციპლინირებული ქალწულის გაღიზიანებას, ამასთან, საეჭვოა, რომ ქალწული ოდესმე შეეგუოს თევზების სექსუალურ გემოვნებას.

სექსუალური შეთავსება

ზედმეტი მგრძნობელობის მქონე თევზები ხშირად გულნატკენი დარჩება ხისტი და კრიტიკული ქალწულის კომენტარებით. სექსში მათი თავსებადობა რთული საკითხია, რადგან ვნებებისა და ეროტიკისადმი მიდგომაში სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოები არიან. არის სხვა პრობლემებიც. ქალწული მუდმივად გეგმავს, თევზები კი მომენტალურ ემოციურ ფონზეა დამოკიდებული. მათი კავშირი სავსეა უკმაყოფილებით, ქორწინება ბედნიერი ვერ იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება