შეთავსება
თევზები
ვერძი
ზოგადი შეთავსება

ვერძის სითამამეძ და თავდაჯერებულობას დამატებული თევზის ინტუიცია და წარმოსახვა, მოვლენებით სავსე კავშირის გარანტიაა. განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი ერთმანეთს ავსებს. ვერძი თავდაჯერებულია და ცხოვრებისეული ძალებით სავსე, თევზები მორცხვები და თავშეკავებულები. ვერძს მბრძანებლობა უყვარს, თევზებს დასაყრდენი სჭირდებათ. ბედნიერი კავშირისთვის ვერძისგან სულ ცოტაოდენი ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო.

სექსუალური შეთავსება

საძინებელში დინამიური ვერძი ახერხებს თევზების სექსუალური პოტენციალი სრულიად გახსნას. პრობლემებს ქმნის ვერძის კრიტიკულობა, რაც თევზის ემოციური ფონის გამწვავებას იწვევს. გარკვეული წინაღმდეგობრივი ნიშნების დაძლევას თუ შეძლებენ, კავშირი შესაძლოა ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება