შეთავსება
მორიელი
სასწორი
ზოგადი შეთავსება

სიყვარულში მორიელის სიხისტე თავიდან აღიზიანებს სასწორს, რომელიც მუდმივად ეძებს ყურადღების ახალ ფორმებს. მორიელი მგრძნობიარეა და ბრაზსაც მარტივად ანთხევს, რაც სასწორისთვის მიუღებელი და აუტანელია. მორიელი ძალიან მესაკუთრეა და შეეცდება შეყვარებული სასწორის დამორჩილებას, რომელსაც მბრძანებლობა კი არა მრავალფეროვნება, გაგება და სითბო სჭირდება, რის გამოც ის არ დარჩება მორიელის გვერდით. სასწორის კეკლუცობა და სექსისადმი ფრთხილი დამოკიდებულება აღიზიანებს მგრძნობიარე მორიელს, ამის გამო ის კიდევ უფრო ეჭვიანი და აგრესიული გახდება და სასწორს ან დანებება მოუწევს ან წასვლა.

სექსუალური შეთავსება

მორიელს სასწორის მიმართ ძალიან მესაკუთრული და ეჭვიანი დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ორივე მხარე ვნებიანია ერთმანეთის მიმართ. თანაცხოვრებას პასუხისმგებლობით უდგებიან, მაგრამ სასწორის ხელგაშლილობა და მოლხენით ცხოვრებისადმი მიდრეკილება, მორიელისთვის უბრალოდ მიუღებელია და ხშირ შემთხვევაში რთული უზრუნველსაყოფი. ურთიერთობა სავსეა კამათით და მათი ქორწინებაც არ იქნება მშვიდი.  

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება