შეთავსება
კირჩხიბი
მერწყული
ზოგადი შეთავსება

ნაზი, მგრძნობიარე კირჩხიბი იყინება ცივი მერწყულის გვერდით. მეორეს მხრივ, მოსიყვარულე, მგრძნობიარე და ზედმეტად გულახდილი კირჩხიბი თავისუფლების შეგრძნებას აკარგვინებს მერწყულს. ფეთქებად, არაპროგნოზირებად მერწყულს აღიზიანებს კირჩხიბის სიფრთხილე და ორჭოფობა. კირჩხიბს გულს ტკენს მერწყულის უხეში და დამცინავი იუმორი. მას არ ესმის მერწყულისთვის დამახასიათებელი ვნების ნაკლებობა. კირჩხიბს სიახლოვე და დაცულობა სჭირდება, მერწყული — მარტოხელაა. სექსუალური ცხოვრება შეიძლება კარგი გამოვიდეს, თუმცა ამის იქეთ ეს წყვილი ვერ წავა.

სექსუალური შეთავსება

მარტოხელა მერწყული კიდევ უფრო მეტ დარდს შეიტანს კიბოს ცხოვრებაში. თან ის თავგადასავლებისკენ მიდრეკილია, მშვიდი ცხოვრება არც თუ ისე იზიდავს, ეს კი კიბოს ხასიათს ეწინააღმდეგება. მერწყული მუდმივად ცდილობს გათავისუფლდეს ემოციური მოთხოვნილებებისა და დამოკიდებულებებისგან, კიბო კი პირიქით. გარკვეული დროის მანძილზე შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მყარი და ხანგრძლივი კავშირის შენარჩუნება გამორიცხულია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება