შეთავსება
კირჩხიბი
თხის რქა
ზოგადი შეთავსება

თავიდან ამ ნიშნებს შორის სექსუალური ლტოლვა ჩნდება, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნები არიან. თუმცა, კარიერისტ თხის რქას სულ სხვა მიზნები აქვს და კირჩხიბისგან ბევრად განსხვავებული ინტერესები, შესაბამისად, ის ვერასოდეს დაუთმობს კირჩხიბს სათანადო ყურადღებას, რომელიც მას ძალიან სჭირდება. კირჩხიბი მორიდებული, მგრძნობიარეა, სიყვარულსა და სითბოს საჭიროებს, ხოლო თხის რქა ცივი და ძალაუფლების მოყვარული. მისი მხრიდან თავშკავებულობას კირჩხიბი პირად შეურაცხყოფად თვლის, ამიტომ იკეტება და ურთიერთობაში ისიც ხისტი ხდება. ხასიათის მკვეთრი სხვადასხვაობა შესაძლოა ხანგრძლივი კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს.

სექსუალური შეთავსება

ზოდიაქოს ამ ნიშანს არ შეუძლია კიბოს მისცეს იმ სიახლოვის განცდა, რაც მას სჭირდება პარტნიორისგან. თუმცა, ამ ორ ნიშანს შორის არსებობს დიდი სექსუალური მიზიდულობა. საძინებელში ყველაფერი კარგად წავა მანამ, სანამ კიბოს არ მობეზრდება თხის რქას თავშეკავებულობა. არასტაბილური კავშირია, ქორწინება კი არასასურველი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება