შეთავსება
კირჩხიბი
ქალწული
ზოგადი შეთავსება

კირჩხიბს რეაქცია აქვს ემოციური, ქალწულს — ანალიტიკური, თუმცა მათი პიროვნებები იმდენად წარმატებით ურთიერთქმედებენ, რომ ამ სხვაობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს კავშირი შეიძლება გადაიქცეს საიმედო, სასიამოვნო და ნაზ ურთიერთობად. კირჩხიბის სწრაფვა ფინანსური დაცულობისკენ მშვენივრად ესმის მიზანმიმართულ ქალწულს. თავის მხრივ, კირჩხიბს კარგად ესმის ქალწულის პედანტურობა, რომლის სტაბილურობა ეხმარება წონასწორობის დაცვაში. კირჩხიბის საიმედოობა ქალწულს უათმაგებს მისი დაცვის სურვილს, ორივე ცდილობს ერთმანეთი გაახაროს. ამ ნიშნებს ქორწინებაში კარგი პერსპექტივები აქვთ.

სექსუალური შეთავსება

პრაქტიკული ბუნების ქალწული ხელს უწყობს ამ კავშირის გამყარებას. კიბო უფრო ემოციურია, ხოლო ქალწული თავშეკავებული, თუმცა, ამის მიუხედავად მათ შორის არსებობს ძალიან თბილი და ურთიერგაგებით სავსე დამოკიდებულება. სექსუალურ ნაწილშიც მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. პრობლემა ისაა, რომ ორვე მორცხვია და უნდა ეცადონ ერთად გაიმრავალფეროვნონ ეროტიული მხარე. კარგი კავშირია, ქორწინებაც წარმატებულია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება