შეთავსება
ვერძი
ლომი
ზოგადი შეთავსება

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ტემპერამენტით ერთმანეთთან ახლოს არიან, აღნიშნული კავშირი ვერ იარსებებს რეალური და ღრმა სიყვარულის გარეშე. ლომებს თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება ცხოვრებასა და სიყვარულში, მაგრამ არა ქორწინებაში. ორივე პარტნიორს თითქმის ერთნაირი ვნება აქვს, თუმცა ვერძის ეს თვისება ციკლით მიმდინარეობს, ხოლო ლომი შეიძლება შეუჩერებლად სულ აღგზნებული იყოს დღე და ღამე. ეს ერთ-ერთი არსებითი სხვაობაა მათ შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ბიუჯეტი და სხვა შემოსავლები უნდა იყოს ვერძის ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლომი უნიათოდ გახარჯავს ყველაფერს. ასთი წყვილის ქორწინება ბედნიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლომი შეასრულებს ვერძის ყველა მოთხოვნას და სრულად დაემორჩილება მას, თუ არადა განქორწინება გარანტირებულია.

სექსუალური შეთავსება

ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ემთხვევა აგრესიული ტემპერამენტითა და გახსნილი სექსუალურობით. მათ შორის კავშირი სწორხაზოვანია, ექსცენტრიული მიდრეკილებების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვნება აკლიათ. ვერძმა ცოტა უნდა დაუთმოს ლომს, მისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხოლო ლომი თავის მხრივ უნდა ეცადოს, რომ ზედმეტად გული არ ატკინოს ვერძს. ერთი სიტყვით, თუ როლებს გადაინაწილებენ, ურთიერთობაც გამოუვათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება