ჩინური ჰოროსკოპი
1935 (ხე) 1947 (ცეცხლი) 1959 (მიწა) 1971 (მეტალი) 1983 (წყალი) 1995 (ხე) 2007 (ცეცხლი) 2019 (მიწა) ჩინური დასახელება: ჩჟუ ჩინური ზოდიაქოს ნიშანი : მეთორმეტე დროის მონაკვეთი როდესაც ნიშანი აქტიურია: 21:00 - 23:00 ელემენტი: მეტალი


რაინდული ხასიათი (ეს არის ღორის უმაღლესი თვისება), თავაზიანი, დაუზარელი, უკიდურესობამდე ფაქიზი. ღორი ყოველთვის აფრიალებს სისპეტაკის დროშას; თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას, არც გიღალატებთ არასოდეს, არ ეცდება თქვენს მოტყუებას; იგი გულუბრყვილო, მიმნდობი და უმწეოა; სინამდვილეში იგი იოლად აძლევს სხვას მოტყუების საშუალებას. თავის მარცხს ხვდება უშფოთველად, სხვის ნაკლოვანებებს კი ითმენს, იტანს. იგი ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასოდეს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს. იმდენად მშვიდობიანია, რომ საკუთარი სიმართლის დასაჯერებლად თავის თავს აძლევს გაუთავებელ კითხვებს, იქცევა თუ არა იგი სამართლიანად და ლოიალურად ამა თუ იმ შემთხვევაში. არაჩვეულებრივად წრფელი, მთლიანად ანადგურებს თავის ეჭვებს და ამით განაიარაღებს მოწინააღმდეგეებს. იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მზინით. თუმცა ჭკვიანია, მასში იოტისოდენა ეშმაკობაც კი არ არის; ხშირად არ ყოფნის მოხერხებულობა და ფარისევლობისა და მლიქვნელობის წინაშე იბნევა, უძლურია გაიმართლოს თავი. იგი ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე. ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან. ღორი მხიარული ამხანაგია, საზოგადოებაში ცოტა თავაშვებული. იგი იშვიათად ლაპარაკობს, მაგრამ თუ თავი აიწყვიტა, ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს, სანამ არ ამოწურავს თავის სალაპარაკოს. როგორც მაიმუნი, ღორიც ინტელექტუალურია, დიდია მისი ლტოლვა სწავლისადმი; იგი ბევრს კითხულობს, მაგრამ განურჩევლად. მას აქვს ცოდნა კარგად გათვითცნობიერებული ადამიანისა, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაწილობრივ არის სწორი. რომ შეამოწმოთ, შეამჩნევთ, რომ მისი ცოდნა არ არის სრულყოფილი. იგი მატერიალისტია. კეთილმოსურნეობაში ღორი მალავს ნებისყოფას და მბრძანებლობის სურვილსაც კი. როგორც არ უნდა იყოს მისი პატივმოყვარეობა, დასახული მიზნები და ამოცანები, იგი თავის მოვალეობას საკუთარი ძალებით აკეთებს. თუ ღორმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღო ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ვიდრე მიიღებდეს ბევრჯერ აწონ-დაწონის. შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ იგი ორჭოფობს და არ იცის რა უნდა; მან ეს ყველაფერი კარგად უწყის, მაგრამ სირთულეებს რომ გაექცეს, უხდება დიდხანს ფიქრი, რაც ზიანს აყენებს მის საქმეს. ასევე არ ენდოთ მის მოჩვენებით სისუსტეს, იგი მხოლოდ მშვიდობის მოყვარეა. ღორს ცოტა მეგობრები ჰყავს, მაგრამ ინარჩუნებს ბოლომდე და მათი გულისთვის მსხვერპლის გაღებაც კი შეუძლია. იგი ძალიან ყურადღებიანია იმათ მიმართ, ვინც მოსწონს. ამ ნიშნის ქალებს ძალიან უყვართ საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულის ორგანიზება. ისინი კარგი დიასახლისები არიან. ღორს საკმაოდ ცოცხალი ხასიათი აქვს. იგი ადვილად აღგზნებადია, რომ არ სძულდეს დავა და კამათი. მას უფრო მოსწონს დაუთმოს, ან მოაჩვენოს თავი, რომ შეიცვალა აზრი. იგი არ მოგცემთ კამათის საშუალებას. ისაუბრებს მათთან, ვისაც პატივს სცემს. მოკლედ მას არა აქვს მიდრეკილობა დავისადმი და წავა ყველა დათმობაზე, რათა განერიდოს ამ პროცესს. იგი ყოველთვის აგებს იმათთან, ვინც ნაკლებ წესიერი და პუნქტუალურია. ღორს შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას. იგი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე მუშაკია. ძალუძს მიაღწიოს წარმატებას ხელოვნების ზოგიერთ სფეროში, ასევე პოეზიასა და ლიტერატურაში. მაგრამ მისი საქმეები შეიძლება ცუდად წავიდეს. მატერიალური თვალსაზრისით, რა გარემოშიც არ უნდა მოხვდეს, ყოველთვის იპოვის იმას, რაც სჭირდება საარსებო მინიმუმისათვის. ექნება სამუშაოცა და ფულიც, ამისათვის არ დახარჯავს დიდ ენერგიას. მთელი სიცოცხლის მანძილზე მას დაეხმარებიან და ამ დახმარების წყალობით მიაღწევს მაღალ ფინანსურ საფეხურებს. ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ მას ყოველთვის მიცემენ საზრდოს ანგარებით, რათა გასუქდეს და საახალწლო დღესასწაულზე შეჭამონ. იყოს ფრთხილად და ნუ ენდობა ნურავის. ჩვეულებრივ, მისი გულუბრყვილობით საკმაოდ სარგებლობენ. მას ექნება გაორება გრძნობის სფეროშიც. ბევრჯერ იქნება მოტყუებული, გულგატეხილი, მაგრამ ხშირად ეყვარებათ კიდეც. ქალი - ღორი კარგი დედაა. ღორმა თავისი ცხოვრება უნდა დაუკავშიროს კატას, ეს მისთვის კამათისაგან თავის დაღწევის საშუალებაა. მოერიდოს გველს, რადგან იგი მისი გავლენის ქვეშ სწრაფად ექცევა. თხა მას ბოროტად გამოიყენებს. მისი ცხოვრების პირველი ფაზა იქნება შედარებით მშვიდი. მეორეში გაუჩნდება ყოველგვარი პრობლემები ცოლქმრულ ურთიერთობაში, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს პრობლემები, მოკრძალებული, მორიდებული ღორი არასოდეს შესთხოვს სხვას დახმარებას, თვითონ ეცდება იპოვოს გამოსავალი. თუ იგი დაიბადა დღესასწაულამდე ბევრად ადრე, უსიამოვნებას გადარჩება, მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდება ღორის დაბადება ჩინურ ახალ წელს, მით უფრო მეტად უღალატებენ მას. იგი აღმოჩნდება განადგურების საფრთხის წინაშე. იქნებ აქ ვიპოვოთ "სამი გოჭის" ისტორიის საიდუმლო.