ჩინური ჰოროსკოპი
1933 (წყალი) 1945 (ხე) 1957 (ცეცხლი) 1969 (მიწა) 1981 (მეტალი) 1993 (წყალი) 2005 (ხე) 2017 (ცეცხლი) ჩინური დასახელება: ცზი ჩინური ზოდიაქოს ნიშანი : მეათე დროის მონაკვეთი როდესაც ნიშანი აქტიურია: 17:00 - 19:00 ელემენტი: მიწა


ვიეტნამელები ხშირად ამბობენ წიწილას, რაც ნაკლებად მოგვწონს. ჩინელებთან ლაპარაკია მამალზე. ეს მეოცნებე თავის თავს სერიოზულ ადამიანად ღებულობს და უყვარს პირველობა. მამალი არ ერიდება ბილწსიტყვაობას, ხანდახან აგრესიულად და მძაფრად ავლენს თავის თავს, რაც უკვალოდ არ ჩაივლიდა, მისი მსხვერპლი ყველაფერს ამას უბრალო ხუმრობად რომ არ ღებულობდეს. ამაში, რასაკვირველია, ტყუვდებიან. გულუბრყვილობაში მამალი შეუდარებელია, ამბობს იმას რასაც ფიქრობს, მაგრამ ეს მიდრეკილებაა ეგოიზმისკენ. მამალი სავსებით გულგრილია სხვათა გრძნობების მიმართ და თვლის, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს მათი დანდობისა. ეს, რასაკვირველია, მას გზას უღობავს პოლიტიკური კარიერისაკენ. რაც შეეხება მის ექსცენტრულობას, მხოლოდ მოჩვენებითია; მას მოსწონს, როცა ამჩნევენ (ეს გამოიხატება, მაგალითად, ჩაცმის მანერაში). სინამდვილეში იგი კონსერვატულია, პოლიტიკურ შეხედულებებშიც კი. თავის საზიანოდ მამალი ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია, რომ მან იცის, რასაც აკეთებს. ის არავის ენდობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. ამასთანავე, უხვად არიგებს რჩევებს. ზოგჯერ თავგადასავლების თავხედ მაძიებლად გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. იგი ბრაზობს უაზრო და განუხორციელებელ პროექტებზე, მაგრამ უყვარს იოცნებოს და თავი გმირად წარმოიდგინოს, სინამდვილეში კი იგი ოცნებობს და ჭვრეტს ოჯახური იდილიის პირობებში. არის რამდენადმე ახლომხედველი ფილოსოფოსი, რომელიც იშვიათად აკეთებს იმპროვიზაციას. მამალი არ არის მშიშარა, პირიქით ის გაბედულია, მამაცია, თუ ეს აუცილებლობითაა გამოწვეული. იმდენად გულადია, შეუძლია სახეზე ღიმილით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს. ამიტომ შეიძლება მისგან კარგი მეომარი დადგეს. ადამიანებს იგი მეტად საინტერესოდ მიაჩნიათ, მაგრამ იგი ძალზე ფრთხილად უნდა მოიქცეს. მამალი მკვეხარაა, გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე გაკეთება შეუძლია. შეუძლია გამოავლინოს სიზარმაცეც, მაგრამ ამასთან ერთად, იგი ძალზე შრომისმოყვარეა, ყოველთვის სურს მეტი გააკეთოს, ვიდრე შეუძლია. ეჭიდება ისეთ სირთულეებს, რომლებიც მის შესაძლებლობებს აღემატება, ვერ ასრულებს კარგად და ამიტომ მისი მოქმედება ყოველთვის შეზღუდულია. მამალს აქვს საფუძველი იყოს აქტიური, ფული არ ჩაუვარდება ნისკარტში თუ არ იშრომა. მან უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს თავისი ცხოვრება, და თუ მოღვაწეობის არე ნაყოფიერია, შეიძლება გამდიდრდეს. ამასთანავე მას შესწევს უნარი ამოქაჩოს ფული მწირი ნიადაგიდანაც. ვიეტნამელები ამტკიცებენ, რომ ვინაიდან მამალს შეუძლია ფხაჭნოს ნისკარტით და ბრჭყალებით, ის ყოველთვის იპოვის მატლს, თუნდაც უდაბნოში. ეს სიმბოლო მუდმივი მოქმედების მახასიათებელია. მაგრამ თუ მამალი მიეცემა ოცნებებს და სიზარმაცეს. ის შეიძლება გახდეს მეტად სასაცილო მოხეტიალე - ფილოსოფოსი, რომელიც ნაგავში იქექება, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის საშუალება - მიიქციოს ყურადღება. მამალს აქვს უნარი თავი გამოიჩინოს სოფლის მეურნეობაში და იმ პროფესიებში, სადაც ურთიერთობა ექნება სხვა ადამიანებთან. მას უყვარს საკუთარი თავის გამომზეურება. მამალი მფლანგველია, გამუდმებით ხარჯავს ყველაფერს, რასაც შოულობს. მიდრეკილება აქვს დიდ ფინანსურ საფრთხეში ჩაიგდოს თავი. არცთუ იშვიათად მოსდევს გულგატეხილობა, სრული გაღატაკება, კატასტროფა - ჯილდოდ მისი ზედმეტი ოცნებებისა. იგი არასდროს იქნება მომჭირნე. სიყვარულშიც ბევრი სიძნელეები გადახდება იმისათვის, რომ დაიმსახუროს საყვარელ ადამიანთან ყოფნა, ვისაც ხშირად მამალი იმედებს უცრუებს, რადგან სინამდვილე ყოველთვის არ არის იმ ოცნების დონეზე, რომელიც მას იზიდავს. სამაგიეროდ, იგი ყოველთვის გულწრფელია. მამაკაც - მამალს უყვარს ქალების საზოგადოება; ამ საზოგადოებაში მას შეუძლია იბრწყინოს, ინავარდოს, იარშიყოს, მაგრამ ამას იქით არ წავა. ამასთან ერთად, იგი იშვიათად იქნება მეგობრებთან, კაცები მას მალე ბეზრდება. ქალი - მამალს უყვარს სხვა ქალთა საზოგადოება და ის სპეციალობები, რომლებიც მათთან დააახლოებს. მამალი ბედნიერი იქნება ხართან, რომელიც მეოჯახე და კონსერვატულია. მას შეუძლია იფილოსოფოსოს გველთან; სიყვარულში და საქმეში გველი მას შეძენს თავის სიბრძნეს, მაგრამ უნდა მოერიდოს, რომ ძლიერ არ იკაშკაშოს, მამალი გაანადგურებს მას. დრაკონთან მამალი კმაყოფილი იქნება, განსაკუთრებით თუ იგი ქალია. უნდა მოერიდოს კატას, რადგან ეს უკანასკნელი ცუდად ეგუება მამლის ბაქიაობას და აღიზიანებს მისი მკვეთრი ფერები, მამალი მას სძაგს. მამალს ექნება ზეასვლა და დაცემა მისი ცხოვრების სამივე ფაზაში როგორც ფინანსურ, ასევე გრძნობების სფეროში. ის გაივლის გზას სიღარიბიდან სიმდიდრისაკენ, იდეალური სიყვარულიდან მის ყველაზე საზიზღარ გამოვლინებამდე. სიბერე ბედნიერი ექნება. ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ ორი მამალი ერთ სახლში თქვენს ცხოვრებას აუტანელს გახდის.