ბლოგი

სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია

სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია

ფეისბუქზე გაზიარება

როცა ურთიერთობა გაცვეთილია, პარტნიორები გაუცნობიერებლად ახდენენ ამის ღია დემონსტრირებას. როცა წყვილი დაძაბული ან გულგრილი არიან ერთმანეთის მიმართ, ისინი ამ გრძნობებს ასხივებენ ჟესტებით და მიმიკებით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე სიგნალს, რომლებიც ყველაზე ხშირად უვლინდებათ ადამიანებს, რომლებიც ქორწინებაში უბედურები არიან:


ისინი გაურბიან პირდაპირ მზერას

როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი ხშირად ყურებენ ერთმანეთს თვალებში. თუმცა, ემოციურად დაშორებული პარტნიორები, მეტწილად თავს არიდებენ პირდაპირ მზერას. მათ შეუძლიათ იყურონ გვერდით, ხელებზე და ა.შ. და არ იყვნენ ერთმანეთზე ფოკუსირებული.

 

დამცავი პოზები

პარტნიორები, რომლებიც გაუცნობიერებლად ხელებგადაჯვარედინებული, შეტყუპებული ფეხებით ან გულზე მიკრული პირადი ნივთებით სხედან ერთმანეთის გვერდიგვერდ - აჩვენებს, რომ ისინი დიდ დისკომფორტს განიცდიან, რთული ფიზიკური ბარიერები აქვთ და მათი ჟესტები მიუთითებს, რომ პირადი სივრცის ჩაკეტვას ცდილობენ ერთმანეთისგან.

 

მოჩვენებითი სინაზე

წყვილები, რომლებიც სხვების დასანახად ცდილობენ რომანტიული ურთიერთობის დემონსტრირებას, ზოგჯერ “გადაამლაშებენ” ხოლმე და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებენ, თუ რამდენად მოჩვენებითია ეს ყველაფერი და სპონტანური, ბუნებრივი შეხების ნაცვლად, მათი ჟესტები დადგმულს გავს და ცოტა სასაცილოცაა.

 

სიშორის ჟესტები

როდესაც წვყილი გვერდიგვერდ ზის, თუმცა ერთმანეთისკენ ზურგშექცევით ან მიტრიალებული - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობაში უდიდესი წინააღმდეგობებია და უხილავი ძალა განიზიდავს ერთმანეთისგან.

 

გადაჭარბებული ემოციები

ყოველთვის შეიძლება იმის შემჩნევა, როცა პარტნიორები აყალბებენ საკუთარ ურთიერთობებს - იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის ზედმეტად ცდილობენ და სწორედ ეს მცდელობები ამხელთ.

 

ასიმეტრიული ჟესტები

როცა წყვილები რეალურად ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან, შესამჩნევია, რომ ისინი ძალაუნებურად იმეორებენ ერთმანეთის წრვილმან მოძრაობებს - როცა ერთი მხრებს იჩეჩავს, მეორეც ამას აკეთებს და ა.შ. ხოლო როცა ემოციური სიშორე ან სიცარიელეა მათ შორის, წყვილის ჟესტები სულ უფრო ასიმეტრიული ხდება.

 

დრამატული რეაქციები

საკმარისია რაიმეს დავიწყება ან უწყინარი ხუმრობა და დრამატული ან სარკასტული პასუხი მოყვება მაშინვე. პრობლემის მოუგვარებლად დატოვება და წყენის დათრგუნვა დაგროვებითი ხასიათისაა და მოულოდნელი, ხშირად კი დამანგრეველი გამოვლინება ახასიათებს.

 

სინაზის არარსებობა

ეს არის გრძნობებდაკარგული წყვილისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი - სინაზის და ფიზიკური სიახლოვის აბსოლიტური არარსებობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები განუწყვეტლად უნდა ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, თუმცა, როცა წყვილს შორის გრძნობები გაცვეთილია, აშკარად ეტყობაც ემოციური სიშორის ნიშნები.

 

როცა ადამიანები ურთიერთობაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ერთმანეთისგან იკეტებიან, ინტიმური მომენტები ჩახშულია - ასეთ დროს, ყველაზე ძლიერი სიყვარულიც კი სიკვდილისთვისაა განწირული.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
ყველაფერი კარგად იქნება
ზოდიაქოს ნიშნების 6 წყვილი - ყველაზე ღრმა ემოციური კავშირით
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს