ბლოგი

თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის

თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანების ცხოვრებაში, როგორც ქალების, ისე კაცების, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ბავშვის ჩასახვა. თუმცა, ეს საკითხი, მაინც განსაკუთრებულია ქალებისთვის... ჩასახვისთვის სწორი თარიღის შერჩევამ, ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო ჰარმონიული - წარმატებული გახადოს. 2024 წელს, დროის გარკვეული მონაკვეთები, ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის პოზიტიური იქნება ამ საოცარი მოგზაურობის დასაწყებად. დაწვრილებით ინფორმაციას წარმოგიდგენთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

 

ვერძი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ყოველთვის ყველაფერი დაგეგმილად მიდის. ენერგიული - პრინციპულები არიან, არ ეშინიათ ლიდერობის. ასტროლოგების რეკომენდაციით, ჩასახვისთვის კარგი პერიოდებია: 25 ივნისი - 15 ივლისი, 25 ოქტომბერი - 15 ნოემბერი - 25 თებერვალი - 15 მარტი.

 

კურო

 

კურო ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული ნიშანია და მისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. როგორც მშობელი, ყურადღებიანი და გულისხმიერი არიან. მათთვის 2024-ში ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი იქნება: 25 ივლისი — 15 აგვისტო, 25 ნოემბერი — 15 დეკემბერი, 25 მარტი — 15 აპრილი.

 

ტყუპები

 

ხასიათის სიმსუბუქიდან გამომდინარე, ტყუპებს შეუძლიათ სტრესთან ადვილად გამკლავება. თუ შვილის ყოლა გადაწყვიტეს, მათთვის ჩასახვის პერიოდად გამოდგება 2024 წლის შემდეგი თარიღები: 25 აგვისტო — 15 სექტემბერი, 25 დეკემბერი — 15 იანვარი - 25 აპრილი — 15 მაისი.

 

კირჩხიბი

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი განთქმულია მზრუნველობით. ოჯახის კომფორტისა და კეთილდღეობისთვის, ისინი ყველაფერს აკეთებენ. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მშობლები არიან. ასტროლოგების პროგნოზით, 2024-ში ჩასახვისთვი საუკეთესო პერიოდი კირჩხიბებისთვი იქნება: 25 ივლისი — 15 აგვისტო, 25 ნოემბერი — 15 დეკემბერი - 25 მარტი — 15 აპრილი.

 

ლომი

 

ძლიერი, დამოუკიდებელი ნიშანი ლომი, ყოველთვის მზად არის დააალანსოს ცხოვრება კარიერასა და ოჯახს შორის. იზრუნოს შვილებზე და მაქსიმუმი გააკეთოს მათი კეთილდღეობისთვის. მიმდინარე წელს, ლომებისთვის ბავშვის ჩასახვის მხრივ საუკეთესო დროის შუალედებია: 25 ივნისი — 15 ივლისი, 25 ოქტომბერი — 15 ნოემბერი - 25 თებერვალი — 15 მარტი.

 

ქალწული

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი არიან წესრიგისადმი სიყვარულით. ამასთანავე, გამოირჩევიან პრაგმატულობითა და პრაქტიკულობით. ასტროლოგიური კალენდარი ამბობს, რომ ჩასახვისთვის შესაფერისი პერიოდები მათთვის იქნება: 25 სექტემბერი — 15 ოქტომბერი, 25 იანვარი — 15 თებერვალი - 25 მაისი — 15 ივნისი.

 

სასწორი

 

ბრძენი, მომთმენი სასწორები ყოველთვის მზად არიან მიიღონ რჩევები, მოისმინონ სხვისი აზრი და მშვიდად აკეთონ საქმე. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2024-ში ბავშვის ჩასახვის საუკეთესო თარიღებია: 25 სექტემბერი — 15 ოქტომბერი, 25 იანვარი — 15 თებერვალი - 25 მაისი — 15 ივნისი.

 

მორიელი

 

მორიელები სერიოზულ საკითხებზე ძალიან ბევრს ფიქრობენ, თუმცა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ - ისინი საუკეთესოდ ასრულებენ ყველაფერს, მათ შორის მშობლის როლს. მიმდინარე წელს ბავშვის ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი იქნება: 25 ივნისი — 15 ივლისი, 25 ოქტომბერი — 15 ნოემბერი - 25 თებერვალი — 15 მარტი.

 

მშვილდოსანი

 

ენერგიული, ოპტიმისტი მშვილდოსანი ყოველთვის პოულობს გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. ასტროლოგები ბავშვის ჩასახვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ ურჩევენ შემდეგ თარიღებზე გააკეთონ აქცენტი: 25 აგვისტო — 15 სექტემბერი, 25 დეკემბერი — 15 იანვარი - 25 აპრილი — 15 მაისი.

 

თხის რქა

 

თხის რქები არასოდეს იხევენ უკან, რამდენად რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ. ისინი ძალიან მომთხოვნი, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მზრუნველი მშობლები არიან. ბავშვის ჩასახვისთვის შესაფერისი პერიოდი 2024-ში მათთვის იქნება: 25 ივნისი — 15 ივლისი, 25 ოქტომბერი — 15 ნოემბერი - 25 თებერვალი — 15 მარტი.

 

მერწყული

 

მერწყულები თავისი ამაღლებული სულისკვეთებით, ყოველთვის მზად არიან სიხარულით შეხვდნენ ნებისმიერი სიახლეს და ცვლილებას. მზრუნველობის უნარიც საკმარისი გააჩნიათ. ასტროლოგები ბავშვის ჩასახვისთვის მათ ურჩევენ 2024 წელს შეარჩიონ შემდეგი თარიღები: 25 ივლისი — 15 აგვისტო, 25 ნოემბერი — 15 დეკემბერი - 25 მარტი — 15 აპრილი.

 

თევზები

 

თევზები მგრძნობიარე - ემოციურები არიან, რაც მათ ეხმარებათ მყარი ურთიერთობა იქონიონ შვილებთან. ჩასახვისთვის რეკომენდირებული დროის შუალედებია: 25 სექტემბერი — 15 ოქტომბერი, 25 იანვარი — 15 თებერვალი - 25 მაისი — 15 ივნისი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა ურთიერთობაში ეჭვი ეპარებათ
თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
რა აბრაზებს ქალწულებს?
12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი
სიახლეები Horoskopi.ge-ზე (ვიდეო)
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით