ბლოგი

ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები

ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები

ფეისბუქზე გაზიარება

აღმოსავლური კალენდრის თანახმად, 2024 წელი ეკუთვნის ხის მწვანე დრაკონს. ჩინურ კულტურაში ის წარმოადგენს ძალაუფლების, კეთილშობილების, წარმატების და გამართლების სიმბოლოს. ამ მითიურ არსებას უკავშირდება ლეგენდები, ცრურწმენები და ტრადიციები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელი წლის მოვლენებსა და წინასწარმეტყველებებზე, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის შესახვედრად კერძების, სამოსის, ფერების და საჩუქრების შერჩევას.

 

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის სიმბოლოზე

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი არის არსება, რომელსაც შეუძლია მართოს ამინდი, ქარი და მოიტანოს კეთილდღეობა. 2024 წელს, ის ასოცირებული იქნება ხესთან, რაც ზრდის, განვითარების და წარმატების სიმბოლოა. მისი ენერგია შეფერილია მწვანედ, რომელიც წლის მთავარი ფერი იქნება.


ლეგენდები და ცრურწმენები

ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, თუ რატომ აღმოჩნდა დრაკონი ჩინური ჰოროსკოპის მეხუთე ნომრად, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ძლიერ და გავლენიან სიმბოლოდ. ერთხელ, როცა იმპერატორის დავალებით დრაკონი ხალხს ეხმარებოდა, ჯერ გვალვას და შემდეგ წყალდიდობას ებრძოდა, გზა დაუთმო კურდღეს, რათა ის მგლისგან დაეხსნა. სწორედ ეს კეთილშობილური ჟესტი გახდა იმის მიზეზი, რომ დრაკონი რიგით მეხუთე მივიდა ზოდიაქოს შედგენისას.


ვის გაუმართლებს დრაკონის წელს

ჩინური ჰოროსკოპის პროგნოზით, დრაკონის წელს წარმატება და კეთილდღეობა ელის იმ ადამიანებს, რომლებიც დაბადებული არიან ვირთხის, მაიმუნის და მამლის წელში. გართულებები შეიძლება შეექმნათ მათ, ვინც დაბადებულია ხარის, გველის და ძაღლის წელში. ადამიანებს, რომლებიც დრაკონის წელს დაიბადნენ, განვითარების და წინსვლის პერიოდი ელით. თუმცა, მათ ეს წელი გარკვეულ გამოცდასაც მოუწყობთ და გაუმძაფრებთ სითამამის და თავდაჯერებულობის გრძნობას.


კერძები და საჩუქრები

ჩინურ კულტურაში ახალ წელს ტრადიციული კერძებით ხვდებიან, რაც ჯანმრთელობის და წარმატების სიმბოლოა. “ცზიაო ცზი”-ს პელმენები, რომელთაგან ერთ-ერთში მონეტა დევს, ასევე ერთ-ერთი ტრადიციული კერძია საახალწლო სუფრისთვის და ვისაც ის შეხვდება, მთელი წელი ხვავი და ბარაქა ექნება. “ნიან-გაო” - წარმოადგენს ბრინჯით მომზადებულ ტკბილ ღვეზელს და ის არამარტო პოპულარული დესერტია ჩინეთში, არამედ ბედნიერების სიმბოლოც.

რაც შეეხება საჩუქრებს, მათი შერჩევა საჭიროა აღმოსავლური სიმბოლიკით. წითელი კონვერტები ფულისთვის (ჰუნბაო), ითვლება წარმატების სიმბოლოდ. ასევე, პოპულარულია ხილის, ყვავილების და ტკბილეულის ჩუქება.


ფერები და ტრადიციები

ყვითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და მოთეთრო-ვერცხლისფერი არის ის ფერები, რომლებიც წარმატების და კეთილდღეობის მომტანად ითვლება დრაკონის წელში.

თუმცა, მწვანე ფერი, მიუხედავად იმისა, რომ დრაკონის წელთან ასოცირდება და სიმბოლური ფერია, ამ წელს დაბადებულებისთვის წარმატების და კეთილდღეობის მომტანი არ იქნება. ასევე, არ არის რეკომენდირებული სამოსში ლურჯი ან ცისფერი ფერების გამოყენება - მათ დრაკონისთვის წარმატება არ მოაქვთ.

ხის მწვანე დრაკონის წელი გვპირდება ცვლილებებს, წარმატებას და ბევრ გამოწვევას. ის შთაგვაგონებს ძველი ტრადიციებით და გამოცდილებით მიღებული, კარგად გააზრებული არჩევანისა და ქმედებებისკენ.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
ზოდიაქოს ''ბავშვები''
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს